თბილისში, უნივერსიტეტის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი მანქანა ამობრუნდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადაა მობილიზებული.
როგორც “იმედის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

