ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ლოს ანჯელეს გელექსიში გადავიდეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ლოს ანჯელეს გელექსიში გადავიდესმანჩესტერ იუნაიტედის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს და კარიერა ლონ ანჯელეს გელექსიში გააგრძელოს.

ბოლო პერიოდში ზლატანი იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და გარდა ამისა მას ტრავმებიც აწუხებს.

ლონ ანჯელეს გელექსიში იბრაჰიმოვიჩს მაღალი ხელფასი ექნება და ბევრი პრივილეგიით ისარგებლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ კლუბთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და ზაფხულში ის ლოს ანჯელესში გადაბარგდება.

ზლატანი ამჟამად 36 წლის არის, თუმცა ჯერჯერობით ის კარიერის დასრულებას არ აპირებს.