პაატა ბურჭულაძე საქართველოში დაბრუნდა – “პროკურატურასთან მეც მაქვს კითხვები”

პაატა ბურჭულაძე საქართველოში დაბრუნდა - "პროკურატურასთან მეც მაქვს კითხვები"საოპერო მომღერალი, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდა.

ბურჭულაძე “იავნანასთან” დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში უნდა დაიკითხოს.

თავად საოპერო მომღერალი აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიება სასაცილოა, რადგან “იავნანას” სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია.

ამასთანავე, ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ თავის მხრივ თვითონაც აქვს კითხვები პროკურატურასთან.

– უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს?! სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე პროკურატურას საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურა ჩაითრიეს ამ საქმეში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ რუსთავი2-თან საუბარში.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გამოძიების დაწყება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს, ბურჭულაძე პასუხობს: “რა თქმა უნდა, უკავშირდება და მარტო ამას არა, სხვა რამეებსაც“.

პაატა ბურჭულაძეს ფონდ “იავნანას” საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ.

გამოძიება ფონდის ფინანსურ საქმიანობას შეეხება.

პირველი