კლუბ ბარსელონაზე მულტფილმს გადაიღებენ

კლუბ ბარსელონაზე მულტფილმს გადაიღებენანიმაციური სტუდია Pixar-ი მულტფილმის გადაღებას გეგმავს, სადაც მთავარი გმირები კლუბ “ბარსელონას“ ფეხბურთელები იქნებიან. ინფორმაციას La Jugada Financieraავრცელებს.

“ ამჟამად კატალონიელები ამერიკელ რეჟისორთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უკვე არსებობს კონტაქტი  “ბარსელონას“ მენეჯერსა და Pixar-ს შორის“, – აცხადებენ რადიოში.

ამ გადაწყვეტილებით, მედიასივრცეში ბრენდის ცნობადობის გაზრდას იმედოვნებენ. მულტფილმის სიუჟეტის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

“ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. კატალონიურ კლუბს 57 ქულა აქვს, რითაც მადრიდის “ატლეტიკოს“ 11 ქულით უსწრებს.

იმედინიუსი