ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნის შედეგად 70-ე სკოლის 6 მოსწავლე დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი უკიდურესად მძიმედ იყო.
ცოტა ხნის წინ მძიმედ დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს შენობიდან გადმოვარდნილი შუშა დაეცათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოზარდები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ნიუპოსტი

