იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან თევზაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ანა დოლიძე გაუგებარს და “ახალ პრობლემას” უწოდებს.
– იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო და ის არეგულირებს სასამართლოსა და მოსამართლეთა საქმიანობას, არ შეიძლება, თავის საქმეს წარმართავდეს, როგორც “ნუცას სკოლა”.
თავმჯდომარეების არჩევას არავითარი პროცედურა და კრიტერიუმები არ აქვს. არ ვიცით, რატომ აირჩიეს ლევან თევზაძე. ასეთ უმაღლესი ლეგიტიმაციის ორგანოს ცოტა მეტი ყურადღება, ცოტა მეტი მოწესრიგება სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები რასაც ის მიიღებს ლეგიტიმური, კანონიერი და პატივცემული იყოს საზოგადოებისა და სასამართლოს მიერ, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ნიუპოსტი

