თურქეთის დედაქალაქში გვიან ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა. ანკარას სამთავრობო უბანში, ერთ-ერთ შენობაში გამათბობელი აფეთქდა. მომხდარის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობაში აფეთქების მომენტში არავინ იმყოფებოდა. განადგურებულია შენობის პირველი სართული და დაზიანებულია ქუჩაში მდგომი ავტომანქანები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება

