თბილისში, დიდ დიღომში მსუბუქი ავტომობილი 2 ადამიანს დაეჯახა, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

