ეგვიპტეში, ბეჰეირას პროვინციაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
დაშავებულთა რაოდენობა 38-ს აღწევს. გამოცემა „ალ-ვატანის“ ინფორმაციით, შეჯახება აბუ-ელ-ხავის სადგურზე მოხდა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ეკიპაჟი მუშაობს.
ინტერპრესნიუსი

