მეეზოვე იუზა პაპუნაშვილი 31 იანვარს წითელ ბაღში მოზარდების ჩხუბს შეესწრო და დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ 10-მდე ბიჭი ერთმანეთს აგრესიულად მიმართავდა და გოგოს სახელს ახსენებდნენ.
– მე არ გამომიძახებია პოლიცია, თვითონ მოვიდა. 10 ბიჭი იქნებოდა დაახლოებით, ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ და მერე გინება დაიწყეს. მე წამოვედი და 20 წუთში დავბრუნდი უკან. დაბრუნებულს აღარავინ დამხვდა იქ. 15 წუთში პოლიციელებიც მოვიდნენ და ბევრი სისხლი იყო დაქცეული. მერე გავიგე, რომ 2 ბიჭი დაუჭრიათ. წამიყვანეს გუშინ პოლიციაში, მთელი ღამე იქ ვიყავი, დაგვკითხეს. დავინახე, ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობოდნენ. 1 ბიჭს აგინებდა 3 ბიჭი, ძალიან ხმამაღლა. 15 მეტრის მანძილზე იყო სისხლი, – ამბობს მეეზოვე.
35-ე სკოლის მოსწავლეები 31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.