იკერ კასილასს პრემიერ ლიგაში სურს თამაში

იკერ კასილასს პრემიერ ლიგაში სურს თამაშიცნობილი ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს და შესაძლებელია ის ინგლისში გადაბარგდეს.

ამჟამად კასილასი პორტოს მეკარეა, მაგრამ მას მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს, ამიტომ იკერი თითქმის არ გამოდის მოედანზე და იშვიათად თამაშობს.

კასილასის შეძენა რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს, მაგრამ ყველაზე მეტ ინტერესს ნიუკასლი იჩენს, რომლის მწვრთნელიც რაფაელ ბენიტესია. ბენიტესს სურს კასილასთან ერთად მუშაობა, ამიტომ იკერის ნიუკასლში ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.