ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თეირანიდან იასუჯში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფა ისპაანის პროვინციაში მოხდა.
თვითმფრინავში 66 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 1 ბავშვი. ყველა მგზავრი დაიღუპა.
აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის.
ინტერპრესნიუსი

