კახეთში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

კახეთში მანქანა ხევში გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპამსხვერპლით დასრულდა კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა, ერთი მგზავრი კი მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი