ბარსელონას მცველს ხერარდ პიკეს ჩელსისთან შეხვედრაში ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ამის გამო მან შესაძლოა ორი კვირა გამოტოვოს.
ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას პიკე, თუმცა ბარსელონას უახლოეს შეხვედრას ის აუცილებლად გამოტოვებს. რაც შეეხება ჩელსისთან განმეორებით მატჩს, პიკე იმ დროისთვის სავარაუდოდ მზად იქნება.
თვითონ ბარსელონას მცველმა განაცხადა რომ ის აუცილებლად ბოლომდე მოიშუშებს თავის ტრავმას და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება მოედანზე.

