ხობში მატარებელი 78 წლის ქალს დაეჯახა

ხობში მატარებელი 78 წლის ქალს დაეჯახახობის რაიონის სოფელ ხამისკურთან სამგზავრო მატარებელი 78 წლის ქალს დაეჯახა. იგი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინცინდეტი გამთენიისას მოხდა. დაღუპული რკინიგზის მაგისტრალის მახლობლად ცხოვრობდა და ადგილობრივების თქმთ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ცენტრალურ რკინიგზის მაგისტრალზე რამდნეიმე წუთით მოძრაობა შეფერრხებული იყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.