ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისში პირველი ტიტული მოიგო

ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისში პირველი ტიტული მოიგოხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან ერთად პირველი ტიტული მოიგო ინგლისში. მანჩესტერ სიტიმ არსენალი 3:0 დაამარცხა და ლიგის თასის მფლობელი გახდა. გვარდიოლას შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მათ გამარჯვებისთვის მიღწევა არ გაჭირვებიათ.

გვარდიოლამ მატჩის შემდე განაცხადა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მისი გუნდი მომავალში კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს.

პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტი დიდი უპირატესობით ლიდერობს, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ჩემპიონობა მათ უკვე ჯიბეში აქვთ.