იტალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ლუიჯი დი ბიაჯოს სახით. იტალიის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა დი ბიაჯოსთან კონტრაქტს მხოლოდ ზაფხულში გააფორმებენ და ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მისი მუშაობით საფეხბურთო ფედერაცია კმაყოფილი დარჩება.
ერთი სიტყვით დი ბიაჯო ჯერჯერობით დროებით არის დანიშნული ამ თანამდებობაზე და მასთან კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ.
შეგახსენებთ რომ იტალლის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რის შემდეგაც მისი მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო ვენტურა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

