მელ გიბსონი ფილმ “ქრისტეს ვნებანის” გაგრძელებას გადაიღებს

მელ გიბსონი ფილმ "ქრისტეს ვნებანის" გაგრძელებას გადაიღებსოსკაროსანი რეჟისორი მელ გიბსონი ფილმ “ქრისტეს ვნებანის” გაგრძელებას გადაიღებს.ინფორმაციას ჟურნალი Vanity Fair-ი ავრცელებს.

ფილმის სურათის სახელი – “ქრისტეს ვნებანი: აღდგომა” (The Passion of the Christ: Resurrection) იქნება. ახალ ვერსიაში იესოს კვლავ ჯიმ კევიზელი განსახიერებს.

ფილმი “ქრისტეს ვნებანი” მელ გიბსონმა 2004 წელს გადაიღო. მხატვრულ ფილმში იესოს ამქვეყნიური ცხოვრებაა ასახული.

ოსკაროსან რეჟისორს გასული წლის იანვარში მეცხრე შვილი შეეძინა.

იმედინიუსი