ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება საფეხბურთო გუნდების – მოსკოვის “სპარტაკისა” და ადგილობრივი “ატლეტიკის” გულშემატკივრებს შორის მოხდა.
გამოცემა “ელ მუნდოს” ცნობით, პროვოცირება რუსეთის გუნდის გულშემატკივრებმა მოახდინეს. რუსული გუნდის 400-მა გულშემატკივარმა, რომელიც “ბილბაოს” სტადიონთან უბილეთოდ მივიდა, ბოთლები და ფაიერები დაუშინა ბასკური დაჯგუფება Herri Norte-ს წევრებს.
შეტაკება თამაშის დაწყებამდე მოხდა. დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

