მოსკოვში სტომატოლოგთან მიმავალი ალექსეი ნავალნი დააკავეს

  მოსკოვში სტომატოლოგთან მიმავალი ალექსეი ნავალნი დააკავესრუსეთში, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა .„ამტკივდა კბილი, წავედი სტომატოლოგთან – გამარჯობა, მეორე ოპერატიული პოლკი, თქვენ დაკავებული ხართ. სადღაც მივყავარ.“- დაწერა ნავალნიმ.

ცოტა ხანში ნავალნიმ მეორე შეტყობინებაც გაავრცელა:

„მიმიყვანეს იაკიმანკას პოლიციის განყოფილებაში, მეუბნებიან რომ 10 წუთში გამიშვებენ და სამსახურშიც კი მიმიყვანენ“- წერს ნავალნი.

ნავალნიმ ინსტაგრამზე პოლიციის მანქანაში გადაღებული ფოტოც ატვირთა.