პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი სავარაუდოდ თვენახევარს გამოტოვებს და მას შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს. ამის შესახებ განცხადება ნეიმარის მამამ გააკეთა. ეს იმას ნიშნავს რომ ნეიმარის რეალის წინააღმდეგ თამაში გამოირიცხა.
ნეიმარის არყოფნა პსჟ-სთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან წლევანდელ სეზონში ბრაზილიელი ფორვარდი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ბომბარდირია.
აღსანიშნავია ისიც რომ თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას მოახერხებს, ნეიმარი ვერც ამ მატჩებში დაეხმარება თავის გუნდს.

