პსჟ-ს ლიდერმა ნეიმარმა მარსელთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენს ხანს გამოტოვებს ბრაზილიელი ფორვარდი, მაგრამ უნაი ემერიმ განაცხადა რომ ნეიმარი სავარაუდოდ შეძლებს რეალის წინააღმდეგ თამაშს.
რეალთან მატჩი 6 მარტს გაიმართება და ამ შეხვედრაში ნეიმარის მოედანზე ყოფნა პსჟ-სთვის აუცილებელია. შეგახსენებთ რომ პირველი მატჩი ფრანგებმა 1:3 წააგეს და ისინი ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგანან. მარსელთან შეხვედრა პარიზელებმა 3:0 მოიგეს.

