კუბაზე, 68 წლის ასაკში ფიდელ კასტროს უფროსი შვილი დაიღუპა. ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მედიის ცნობით, “ფიდელიტოს,” როგორც მას მამასთან განსაკუთრებული მსგავსების გამო ეძახდნენ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და გარკვეული პერიოდი საავადმყოფოშიც გაატარა. ის პროფესიით ბირთვული ფიზიკოსი იყო და განათლება საბჭოთა კავშირში ჰქონდა მიღებული.

