ფხვნილს ფანტავენ, რომელიც ალდება… – მოვაჭრეები ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საუბრობენ

ფხვნილს ფანტავენ, რომელიც ალდება... - მოვაჭრეები ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საუბრობენცაბაძის ქუჩაზე წუხელ სავაჭრო ცენტრი “თერგი დაიწვა” . ხანძარი, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც დაუდევრობით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ.

როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე ციალა ნათენაძე აცხადებს, ცეცხლის სწრაფად ფხვნილის საშუალებით გავრცელდა.

,,ეჭვის სინდრომი ყოველთვის არის. ექსპერტს ჰკითხეთ ერთ ადგილზე რომ ჩნდება ცეცხლი ასე სწრაფად არ იფანტება. ამბობენ, რომ ფხვნილი არის რომელიც იფანტება” – აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.