პოლ პოგბამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს

პოლ პოგბამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოსპოლ პოგმა შესაძლოა ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს, რადგან მას ჟოზე მოურინიოსთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს, რის გამოც ბოლო პერიოდში პოგბა ხშირად ხვდება სათადარიგოთა სკამზე.

თვითონ ფეხბურთელი ამ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს, რაც იმას ნიშნავს რომ სავარაუდოდ ეს ჭორები სიმართლესთან ახლოს არის. პოგბას ყიდვა რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის არის პსჟ-ც, რომელიც მილიონების ხარჯვას არ ერიდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოგბას შეძენა რამდენიმე ინგლისურ კლუბსაც უნდა.