პრეზიდენტმა სუმოისტი ლევან გორგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სუმოისტი ლევან გორგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ტოჩინოშინს სახელმწიფო ჯილდო მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის, პრეზიდენტის სახელით, საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა. ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.