პუტინის ბიძაშვილი იგორ პუტინი ესტონეთში ფულს ათეთრებდა

პუტინის ბიძაშვილი იგორ პუტინი ესტონეთში ფულს ათეთრებდარუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილი იგორ პუტინი, სავარაუდოდ, ფულს ათეთრებდა, ამისთვის კი, ესტონეთში უდიდესი დანიური ბანკის დანსკე ბანკის ფილიალს იყენებდა.

ამის შესახებ იუწყება დანიური პრესა.

ბანკის ესტონური განყოფილება თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელიც ასევე ეკუთვნის „პუტინის ოჯახსა და ფსბ-ს და უკვე ჩაატარა საეჭვო ოპერაციების ნაწილი.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იგორ პუტინი ფულს ათეთრებდა ფირმა ლანტანა ტრეიდის გამოყენებით.
დანსკე ბანკის ესტონურმა განყოფილებამ დაადგინა, რომ ლანტანა ტრეიდის მფლობელები რამდენიმე რუსულ საფინანსო დაწესებულებებთან, მათ შორის „პრომსბერბანკთან“ არიან კავშირში, რომელსაც ლიცენზია 2015 წელს ჩამოართვეს. ამავე წელს მოხდა „პრომსბერბანკის“ ლიკვიდირება.
იგორ პუტინი შედიოდა „პრომსბერბანკის“ დირექტორთა საბჭოში ალექსეი კულიკოვოსთან და ალექსანდ გრიგორიევთან ერთად. სამივე მონაწილეობდა დანაშაულებრივ გარიგებაში დოიჩე მოსკოვის განყოფილებაში, სადაც დაიგეგმა დანაშაულებრივი სქემა 10 მილიარდი დოლარის ოდენობით.
2013 წელს დოიჩე ბანკმა დახურა ლანტანას ანგარიშები.

ბანკის ესტონურ განყოფილებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ინტერპრესნიუსი