ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქარელის რაიონში, სოფელ მოხისთან, ჰესის ახში მსუბუქი მანქანა გადავარდა, რომელშიც 5 ახალგაზრდა იჯდა.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მანქანიდან ორმა პირმა გადმოსვალა შეძლო, სამი კი დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის ორი ძმაა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

