დიდუბეში ე.წ. კიროვის ქარხანა იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეიბებისა და ლამინატის საწყობს უკიდია. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.“ხანძარი კრილოვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო, 2 სამაშველო ჯგუფი და 1 სპეციალური ტექნიკა კიბით”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

