ყვარელში ყოფილი კინოთეატრის შენობა იწვის

ყვარელში ყოფილი კინოთეატრის შენობა იწვისყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ყოფილი კინოთეატრის შენობა იწვის.

ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ცეცხლის კერის გაჩენის მიზეზებზე გამოძიება იმუშავებს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია.