ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე, 76 წლის კაცი მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მეზობლები ყვებიან, რომ კაცი ავად იყო და ვარაუდობენ, რომ გულის შეტევა დაემართა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იმედინიუსი

