მადრიდის რეალი ზაფხულში ისკო ალკორკონის გაყიდვას აპირებს, რადგან ზიდანი მისი თამაშით უკმაყოფილოა. ბოლო პერიოდში ისკო იშვიათად ხვდება რეალის ძირითად შემადგენლობაში და მის წასვლაზე სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ.
ისკომ შარშანდელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ის რეალის ერთ-ერთ ლიდერათაც ითვლებოდა, მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალა და რეალი ვეღარ აჩვენებს მაღალი დონის თამაშს, რაც ბუნებრივია ფეხბურთელების ბრალია.
ისკოს შეძენით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული და ის სავარაუდოდ ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.

