ჰოლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იქნება. ეს ინფორმაცია ჰოლანდიის საფეხბურთო ფედერაციამ დაადასტურა.
კუმანთან ოფიციალურად კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააფორმებენ. ჰოლანდიის ნაკრები რამდენიმე თვეა მწვრთნელის გარეშეა და ჰოლანდიელები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებენ, რაც მათთვის უდიდესი ფიასკო და წარუმატებლობაა.
რაც შეეხება კუმანს, ის ბოლოს ევერტონის მთავარი მწვრთნელი იყო, მაგრამ ოქტომბერში კუმანი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. სანაკრებო დონეზე კუმანს აქამდე არასოდეს უმუშავია.

