საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში ორი სამხედრო გაზელის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო AFP რეგიონის საგამოძიების ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება.
მომხდარის გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. კატასტროფის ადგილზე, კურორტ სენ-ტროპედან 50 კილომეტრში მდებარე კარსეს ტბაზე მაშველების ჯგუფები ჩავიდნენ.
სულ ვერტმფრენებში 6 ადამიანი იმყოფებოდა, 5 მათგანის ცხედრები უკვე ნაპოვნია. კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები 3 ვერტმფრების საშუალებით მიმდინარეობს.
გაზელის ტიპის ვერტმფრენებს საფრანგეთი მალიში იყენებს ანტიტერორისტული ოპერაციების დროს.

