მსხვერპლით დასრულდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის გზაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა თქმით, “ოპელის” მარკის ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ 70 წლის მამაკაცს დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

