სლოვაკი ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი გოგონას მკვლელობის შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, სლოვაკეთის მთავრობა ერთ მილიონ ევროს იხდის.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე ანონიმური შეტყობინებების გაგზავნაცაა შესაძლებელი. პროკურატუაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი ჟურნალისტის მკვლელობის გამოსაძიებლად.
შეგახსენებთ, 27 წლის ჟურნალისტი, მეგობარ გოგონას ერთად, მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. ჟურნალისტს ტყვია გულ-მკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი, მის მეგობარ გოგონას კი – თავში. ისინი, სავარაუდოდ, 22-იდან 25 თებერვლამდე მოკლეს.
სლოვაკეთის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, სამართალდამცავები მკვლელობის მოტიავდ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას განიხილავენ. ის საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული.
კუჩაკი საგადასახადო თაღლითობასთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობდა
კუჩაკის მასალების მთავარი გმირები ცნობილი ბიზნესმენები იყვნენ, რომელთაც ჟურნალისტის გამოძების თანახმად, მმართველ პარტიასთან და ასევე კრიმინალური დაჯგუფებების წევრევთანაც კი ჰქონდათ კავშირი. მის ბოლო პუბლიკაციებში, ბრატისლავაში, ერთერთი ელიტური საცხოვრებელი სახლის გაყიდვისას მაქინაციებზე იყო საუბარი.
ნიუპოსტი

