სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუჩიაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს

სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუჩიაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლესსლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდამ ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.ინფორმაციასReuters-ი ავრცელებს.

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი გარდაცვლილები თავიანთ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში იპოვეს.

მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.

იმედინიუსი