თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პირად საუბარში ერთ-ერთი დაჭრილის ახლობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, შემთხვევამდე დაზარალებული რეპეტიტორთან მიდიოდა.
ახლობლისთვის ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა აღნიშნავს, რომ მოზარდებს რამდენიმე პირი დახვდა და მათ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. სავარაუდოდ, მოზარდებს ჭრილობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს. ისინი თბილისის #35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.