თბილისში, წერეთლის გამზირზე შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

