ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი მანქანა ამოტრიალდა, შედეგად კი 3 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

