თბილისის მერი კახა კალაძე თერგის ბაზრობაზე მივიდა, სადაც ამ წუთებში ხანძრის ჩაქრობას 35-მდე სახანძრო ბრიგადა ცდილობს.
მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ხანძარი ბაზრობის თითქმის მთლიან ობიექტზეა გავრცელებული.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა დროებით აკრძალულია. ხანძრის გამოწვევი მიზეზი და გავრცელების არეალი ჯერ უცნობია.
ძლიერი ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზეა მოდებული, სახანძრო სამაშველო ჯგუფები ვერ ახერხებენ ხანძარის ჩაგქრობას, ადგილზე ხდება დამატებითი ჯგუფების მობილიზება.
ადგილზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი საპატრულო პოლიციასა და ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს შორის. დასაქმებულები საკუთარ ზარალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საუბარია მილიონობით ზარალზე. ,,ეს არის მიზანმიმართული ხანძარი, ამბობდნენ რომ უნდა დაწვასო და დაწვეს. ალბათ კერძო პირს ეკუთვნის ეს ტერიტორია. ფაქტია, არჩევანი დაწვეს, კარფური უნდა აშენდესო და შენდება… ფაქტია რაც ხდება. ივანიშვილი არის სატანა… მათხოვარია ეს მთავრობა“ – აცხადებენ დაზარალებულები.

