ჟოზე მოურინიო: ”სულელური გოლები გავუშვით”

ჟოზე მოურინიო: ”სულელური გოლები გავუშვით”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა სულელური გოლები გაუშვა და წაგება გარდაუვალი იყო. ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და პირველ ოთხეულს მიუახლოვდა.

მოურინიოს აზრით ეს მარცხი მისი გუნდისთვის კარგი გაკვეთილი იქნება მომავალში: ”პირველი გოლი ძალიან სულელურად გავუშვით და შემდეგ უკვე ვეღარ შევძელით მატჩის სადავეების ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება. მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ, რადგან ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია”–განაცხადა ჟოზე მოურინიომ.