მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გარდაბნის გზაზე. სოფელ ბირლიკთან მომხდარი ავარიის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი, 23 წლის მამაკაცი, მსუბუქი დაზიანებებით გარდაბანში “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.
გარდაცვლილის ახლობელი ავარიის გამომწვევ მიზეზად მოუწესრიგებენ საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებს და აცხადებს, რომ მონაკვეთზე სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დიდი ორმოებია, სწორედ მას ააცილა მძღოლმა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილი რომელიც ხეს შეეჯახა, ხორცპროდუქტების კომპანიას ეკუთვნის.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ინფორუსთავი