დიღმის მასივში მოზარდი მე-8 სართულიდან გადავარდა და გადარჩა – ამბობენ, რომ ის „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა

დიღმის მასივში მოზარდი მე-8 სართულიდან გადავარდა და გადარჩა - ამბობენ, რომ ის „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდადიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

მოზარდის გადმოვარდნასთან დაკავშირებით მეორე, არაოფიციალური ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი კომპიუტერულ თამაშებში იყო ჩართული და ე.წ. „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.