ზესტაფონთან გზა გადაკეტილია – რიკოთზე ბენზინმზიდზე გაჩენილი ცეცხლი ტყეზეც გადავიდა

ზესტაფონთან გზა გადაკეტილია - რიკოთზე ბენზინმზიდზე გაჩენილი ცეცხლი ტყეზეც გადავიდარიკოთის უღელტეხილზე ხანძართან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

კერძოდ, ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. ამის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილსაც.

დაშავდა ბენზინმზიდის მძღოლი.

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას 6 სახანძრო ცდილობს.

შემთხვევის გამო, ზესტაფონში გზა გადაკეტილია და თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს საპატრულო პოლიცია საჩხერის გავლით სთავაზობს გზის გაგრძელებას.