სირიაში რუსული ან-26 ჩამოვარდა – 32 ადამიანი დაიღუპა

სირიაში რუსული ან-26 ჩამოვარდა - 32 ადამიანი დაიღუპაცოტა ხნის წინ სირიაში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 ჩამოვარდა.

ინციდენტი მოსკოვის დროით 3 საათზე, ხმეიმიმის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოხდა.

ან-26, რომლის ბორტზეც 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, ბაზაზე ჯდებოდა, როდესაც კატასტროფა მოუვიდა. ის ასაფრენი ბილიკიდან 500 მეტრში დაეცა მიწაზე.

ბორტზე მყოფი 32-ვე ადამიანი დაიღუპა.