“ნიუპოსტის“ ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე 11 წლის მოზარდს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სარგებლობაში არსებული ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილს მინისტრის მძღოლი მართავდა და თავად ქეთევან ციხელაშვილიც ავტომობილში იმყოფებოდა.
დაშავებული მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

