სლოვაკეთში ჟურნალისტ იან კუჩიაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სლოვაკეთში ჟურნალისტ იან კუჩიაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავესსლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Aktuality.sk იუწყება.
„ჩვენი ინფორმაციით, გასულ პარასკევს ორი პირი, რომლებიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანაშაულში, საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა იარაღის აღება და სოფელ ველკა მაჩაში წასვლა. დაკავებულია ერთი პირი“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ მკვლელობის შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, სლოვაკეთის მთავრობამ 1 მილიონი ევრო დააწესა.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.