რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი თავის ჯგუფთან „მაშინა ვრემენი“ ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გასტროლებზე იმყოფება. მუსიკოსი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში იმ პროპაგანდაზე წერს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ახვევს თავს:
„იმის გამო, რომ სისხლიანი ჟიდობანდეროვეცის იმიჯი გაცვდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, გთავაზობთ ახალ მკაფიო იმიჯს – ჟიდოამერიკელს“- დაწერა მაკარევიჩმა ფეისბუკზე.
18 მარტს მუსიკოსმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას ამერიკელები რუსებზე უფრო მშვიდები, მხიარულები და კეთილები მოეჩვენნენ.
„ისინი არ გამხდარან უკეთესები. ეს ჩვენ გვემართება რაღაც საშინელება“- დაწერა მაკარევიჩმა.
კომენტარებში, რუს პროპაგანდისტებზე საუბრისას, მაკარევიჩმა დაწერა :
„სიმართლე გითხრათ, მე მეჩვენება, რომ მათ აღმოაჩინეს რაღაც 25-ე კადრი, რომელიც ხალხს ბოროტ დებილებად აქცევს.“
მაკარევიჩის სტატუსების გამო რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ „მაშინა ვრემენის“ ლიდერს მოუწოდა, რომ რუსების შეურაცხყოფა შეწყვიტოს. მაკარევიჩის ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა რუსეთის პოლიტიკურ წრეებშიც და შოუბიზნესის წარმომადგენლებშიც.
ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მაკარევიჩი
„არ გეჩვენებათ, რომ ის ისტერიკა, რომელიც ამის გამო დაიწყო, ზუსტად ამტკიცებს ჩემი სიტვების სიმართლეს?“- განაცხადა მან რუსულ მედიასთან.
ნიუპოსტი

