აშშ-ში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა – ვიდეო

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა - ვიდეო

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მდებარე ტრევისის საჰაერო სამხედრო ბაზაზე გაზის ცილინდრებით დატვირთული ავტომობილი შევიდა, რომელიც აფეთქდა. ამის შესახებ cbsnews-ი წერს.

როგორც მედიაში წერენ, მომხდარს როგორც ტერორისტულ აქტს ისე განიხილავენ. დაიღუპა ავტომობილის მძღოლი. პოლიციისთვის მისი ვინაობა ცნობილია, მაგრამ არ ამხელენ. გამოძიებაში უკვე ჩაერთო FBI.

ჯერჯერობით სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საჰაერო ძალების ბაზა ტრევისი არის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო და სატვირთო ტერმინალი, რომელიც მნიშვნელოვანია წყნარი ოკეანის ჯარის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ბაზაზე დაახლოებით 7 ათასი ადამიანია. ინციდენტის შემდეგ 12 საათის განმავლობაში ბაზა დაიხურა.

იმედინიუსი